Posts

Image
პროექტის პორტფოლიო დავასრულეთ ინტელის სასწავლო პროექტის კურსი,რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემთვის.ტრენინგზე მიღებულმა ინფორმაციამ გამიღრმავა ცოდნა პროექტით სწავლების შესახებ და დამანახა რომ პროექტები ემსახურება, კონკრეტულ, მნიშვნელოვანი საგაკვეთილო პრობლემის გამოძიებას.რომელიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
დღევანდელ მოდულზე განხილული იყო საკითხები რომელიც დამეხმარება როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეს გახდეს თვითრეგულირებადი.ასევე როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესში ,როგორ მიიღონ საჭირო ინფორმაცია და რა პროდუქტებს ველით.განვიხილეთ პრაქტიკული მაგალითები,რაც დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში.
სასწავლო პროექტში მნიშვნელოვანია მოსწავლის სწავლის შეფასება.როგორ და რის მიხედვით შევაფასოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლის თვითრეგულაციას და პროგრესს?. ამასთან დაკავშირებით გავეცანით რუბრიკებს,ჩეკლისტებს,კითხვების გამოყენებით თვითშეფასებას,სირთულეებს სწავლების პროცესში,თანატოლების უკუკავშირს,რაც შემდგომში დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში.
სასწავლო პროექტი მოსწავლეზეა ორიენტირებული,მიზანს ყოველთვის ვაკავშირებთ მოსწავლის ნაშრომებთან ,საიდანაც ველით ცოდნის დემონსტრირებას,მოსწავლემ უნდა იცოდეს რას ვთავაზობთ მას  და რა მოთხოვნებია მის მიმართ წაყენებული. ნაშრომები უნდა იყოს მრავალფეროვანი და კონკრეტული,სადაც ის ახდენს ცოდნის დემონსტრირებას,კარგი შედეგი შეიძლება მოგვცეს კვლევამ,სტატისტიკამ,ინტერვიუმ. განვიხილეთ თითქმისყველა ტიპის ნაშრომის ნიმუში,რომლის მიხედვითაც დავამზადებ სავარაუდო ნამუშევარს,რაც დამეხმარება ვიცოდე თუ რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს ჩემი მოსწავლისაგან.
დღევანდელი თემები შეეხებოდა უკუკავშირის მნიშვნელობას სასწავლო პროცესში,დაწყვილება-დაჯგუფებას,ასევე საავტორო უფლებების დაცვას. თითოეული საკითხის სიღრმისეული ფლობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია პედაგოგებისათვის.უკუკავშირი საშუალებას გვაძლევს აქცენტი გავაკეთოთ დადებით ქმედებებზე და გამოვიკვლიოთ ნაკლოვანებები,ასევე დავსახოთ აღმოფხვრის გზები. მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვის ცოდნაც,რათა არ შევლახოთ სხვისი და დავიცვათ საკუთარი.

შეფასების სტრატეგიებისა და მისი ინსტრუმენტების გაცნობა- შესწავლამ საშუალება მომგვცა სასწავლო პროექტი შემეფასებინა მრავალმხრივი მეთოდებით,საინტერესო რუბრიკებით და კრიტერიუმებით,რაც ხელს შეუწყობს  მოსწვლეთა თვითშეფასების ამაღლებას,მოტივირებულობას,ჩართულობას პროექტში .პროექტის თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური შეფასება. ამავე დროს მოცემული სტრატეგიები შესაძლებელია გამივიყენოთ სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას.